ავტორიზაცია

უკვე მესამე - სანაკრებო პაუზის დროს, რეალის მორიგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

უკვე მესამე - სანაკრებო პაუზის დროს, რეალის მორიგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
თარიღი 12 ოქტ 2021, 20:24

ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ მცველმა, ედერ მილიტაომ, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ცენტრალურმა მცველმა ზურგი 71-ე წუთზე დაიზიანა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც წყარო ამბობს, მილიტაოს ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ბრაზილიელს სამედიცინო შემოწმების გავლა მაინც მოუწევს, რათა დაზიანების სიმძიმე ბოლომდე ზუსტად დადგინდეს.

მილიტაოს გარდა, სანაკრებო პაუზის დროს „რეალის“ ორმა სხვა ფეხბურთელმაც მიიღო დაზიანება - საუბარია ედუარდო კამავინგასა და ედენ აზარზე.

კამავინგა ახალგაზრდული საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა, აზარმა კი ტრავმა ერთა ლიგის ნახევარფინალში, საფრანგეთთან მატჩში მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენი გაუცდება ამ სამ ფეხბურთელს.