ავტორიზაცია

"მოგიყვებით, როგორ მოხდა ყველაფერი", - სიმეონემ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს მესის დამატება უნდოდა

"მოგიყვებით, როგორ მოხდა ყველაფერი", - სიმეონემ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს მესის დამატება უნდოდა
თარიღი 12 ოქტ 2021, 21:35

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ აღიარა, რომ ზაფხულში „როხიბლანკოსი“ გუნდში ლიონელ მესის დაპატიჟებით იყო დაინტერესებული.

„მოგიყვებით, როგორ მოხდა ყველაფერი. მესისადმი პატივისცემის გამო, ლეოსთვის მე პირადად არ დამირეკავს. 

თუმცა დავურეკე სუარესს და ვთხოვე, რომ ეკითხა, როგორ არის მესი, როგორი განწყობა აქვს და არის თუ არა თუნდაც მცირე შანსი, რომ ის „ატლეტიკოში“ გადმოვა.

მაგრამ, გავიდა სულ რამდენიმე დღე და „პარი სენ-ჟერმენმა“ მესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.“ - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეო მესისთან კონტრაქტს ფინანსური სირთულეების გამო ვერ გაახანგრძლივებს, 10-ში კი „პსჟ-მ“ მისი ტრანსფერი დაადასტურა.