ავტორიზაცია

"ლაპორტას მესის შენარჩუნება შეეძლო", - ლა ლიგის პრეზიდენტი

"ლაპორტას მესის შენარჩუნება შეეძლო", - ლა ლიგის პრეზიდენტი
თარიღი 12 ოქტ 2021, 11:33

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ "ბარსელონას" ზაფხულში თავდამსხმელ ლიონელ მესის შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ "პსჟ"-ში გადავიდა.

"ჟოან ლაპორტასთან სახლში ვისადილეთ და CVC-სთან თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა", - ციტირებს ხელმძღვანელის სიტყვებს ESPN.

"არ ვიცი, ეს მათ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაეხმარებოდა თუ არა, მაგრამ შემდეგ ლაპორტამ დამირეკა: "შეგვიძლია გარიგების გაფორმება დავაჩქაროთ? ბიჭი (მესი) უკვე ნერვიულობს".

"ვუპასუხე: "როგორც კი ამ გარიგების შესახებ გახდება ცნობილი, ფლორენტინო პერესი ყველაფრის ჩაშლას ეცდება". ლაპორტამ მიპასუხა: "არა, არა, ხასიათის მქონე ადამიანი ვარ". ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ფლორენტინო დგას".

"შეთანხმებულები ვიყავით, რომ თუ "ბარსა" CVC-თან თანამშრომლობას დათანხმდებოდა, თანხის 15 პროცენტის ფეხბურთელების შეძენაში დახარჯვა შესაძლებელი იქნებოდა. და, ჩემი აზრით, მესისთან კონტრაქტს გააფორმებდნენ. ლაპორტამ დაიმატა დეპაი, აგუერო... ეს ფეხბურთელები რომ არ შეეძინა, მესი დარჩებოდა", - დასძინა ტებასმა.