ავტორიზაცია

4 ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ ბარსელონას კიდევ 100 მილიონზე მეტი აქვს გადასახდელი

4 ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ ბარსელონას კიდევ 100 მილიონზე მეტი აქვს გადასახდელი
თარიღი 12 ოქტ 2021, 10:39

Marca-ს თანახმად, "ბარსელონას" ვალები შემცირდა 28.4%-ით, თუმცა კლუბს ახალი ფინანსური ვალდებულებები გამოუჩნდა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია განხორციელებული ტრანსფერების ფულის შესახებ.

კატალონიურმა კლუბმა ტურინის "იუვენტუსს" მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ უნდა გადაუხადოს დამატებით 39 მილიონი, "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ კიდევ 13 მილიონი, ამსტერდამის "აიაქსს" კი ფრენკი დე იონგისა და სერჟინიო დესტის სანაცვლოდ 48 მილიონი.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" ვერ ათამაშდა და ახლა ის გუნდში აღარც ირიცხება. შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ჰავბეკი იჯარით "ბეშიქთაშში" თამაშობს.

ამის გარდა, ბევრ კითხვას იწვევს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის თამაშის ხარისხი. "ლივერპულის" ყოფილი ფლეიმეიქერი "კამპ ნოუზე" გადმოვიდა 2018 წლის ზამთარში, მაგრამ მისმა ტრანსფერმა აგრეთვე არ გაამართლა.

ცნობისთვის, "ბარსელონას" თავის მე-14 ნომრის სანაცვლოდ მერსისაიდელებისთვის უკვე აქვს გადახდილი 135 მილიონი ევრო. აქვე დავამატებთ, 29-წლის გამთამაშებელს იჯარით მიუნხენის "ბაიერნშიც" უთამაშია.