ავტორიზაცია

ერთი საფეხურით წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ამ დროისთვის?

ერთი საფეხურით წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ამ დროისთვის?
თარიღი 13 Oct 2021, 10:54

კოსოვოს დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის ჯგუფში ერთი საფეხურით წინ გადავიდა. "ჯვაროსნები" ამჯერად არიან მეოთხე ადგილზე, ბოლოზე კი ისევ და ისევ კოსოვომ გადაინაცვლა.

ორივე ზემოთხსენებულ ნაკრებს აქვს ოთხი ქულა, თუმცა ჩვენი გუნდი თავის ოპონენტს ჯაბნის როგორც ბურთების შეფარდებით (4:12; 4:14), ისე ურთიერთშეხვედრებითაც (0:1, 1:2).

მესამე ადგილზე არის საბერძნეთი, რომელსაც აქვს ცხრა ქულა და როგორც ვხედავთ, ვილი სანიოლის გუნდს ამ ნაკრების გადასწრების თეორიული შანსიც კი დაკარგული აქვს.

1-2 ადგილებზე კი არიან შვედეთი (15 ქულა) და ესპანეთი (13 ქულა). საქართველოს რჩება მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება, სკანდინავიელებთან, 11 ნოემბერს, რის შემდეგაც შესარჩევი ეტაპი დასრულდება.

1. შვედეთი       12:3 | 15 ქულა

2. ესპანეთი       13:5 | 13 ქულა

3. საბერძნეთი    7:6 | 9 ქულა

4. საქართველო 4:12 | 4 ქულა

5. კოსოვო           4:14 | 4 ქულა