ავტორიზაცია

"ამ მოგებას ბათუმში გარდაცვლილთა ხსოვნას ვუძღვნით" - ოქრიაშვილი მატჩის შემდეგ

"ამ მოგებას ბათუმში გარდაცვლილთა ხსოვნას ვუძღვნით" - ოქრიაშვილი მატჩის შემდეგ
თარიღი 13 ოქტ 2021, 11:38

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა.  საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ კოსოვოს კარში პირველი გოლის ავტორმა თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა.

გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება," - განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.