VIDEO: გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული ბურთი ვალენსიას თვის საუკეთესო სეივად დასახელდა!
ვალენსიამ სექტემბრის თვის საუკეთესო სეივი გამოავლინა, რომელშიც გამარჯვებული ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.
"27 აგვისტოს, ალავესის წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული ბურთი ვალენსიას სექტემბრის თვის საუკეთესო სეივად დასახელდა," - წერს ვალენსიას ოფიციალური ვებგვერდი.
ვალენსიასა და ალავესის მატჩი 3-0 დასრულდა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ღამურები ქართველ მეკარეს გამოისყიდიან.