ავტორიზაცია

სიმეონე: "ზოგჯერ კინოში ვზივარ და ვფიქრობ, ხვალ ვინ ვათამაშო: ფელიქსი თუ კორეა"

სიმეონე: "ზოგჯერ კინოში ვზივარ და ვფიქრობ, ხვალ ვინ ვათამაშო: ფელიქსი თუ კორეა"
თარიღი 13 ოქტ 2021, 16:06

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ აღიარა, რომ ფეხბურთზე ფიქრს არასდროს ესვება.

„ფეხბურთზე დღე-ღამეში 24 საათი ვფიქრობ. როცა ჩემს ერთ ნაწილს სძინავს, მეორე ფხიზლობს.

სანამ პირველს სძინავს, მეორეს ფიქრი შეუძლია, ეს კი დიდი უპირატესობაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ შეუძლებელია ფეხბურთისგან სრულიად გაითიშო.

შენ მიდიხარ კინოში, ფილმი საათნახევარს გრძელდება. ის შეიძლება შესანიშნავი და ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ თუ მცირე პაუზაა, ან მოვლენები ნელა ვითარდება, შენ იწყებ ფიქრს, ვინ ათამაშო: ფელიქსი თუ კორეა.

რთულია ეს იმას აუხსნა, ვინც შენს გვერდითაა. მაგრამ, თავში არ ეშვები ფიქრს, მაშინაც კი, როცა ისვენებ ან გძნავს. ძალინ ხშირად ხდება, როცა ვისვენებ ან ძილისთვის ვემზადები და მაინც ვფიქრობ, რა შემადგენლობა დავაყენო ხვალ.“ - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Mundo Deportivo.