ავტორიზაცია

"მათ შესაძენად ყველაფერს გავაკეთებდი", - ფერდინანდმა ნიუკასლს 3 ფეხბურთელი ურჩია

"მათ შესაძენად ყველაფერს გავაკეთებდი", - ფერდინანდმა ნიუკასლს 3 ფეხბურთელი ურჩია
თარიღი 13 ოქტ 2021, 20:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა იყიდონ "ნიუკასლის" ახალმა მფლობელებმა პირველ რიგში.

"რამდენიმე ველური, გრანდიოზული ტრანსფერის განხორციელებას ვეცდებოდი, რომელთა გაჩარხვაც რეალურია".

"მაგალითად, რაჰიმ სტერლინგს შევხედავდი, რადგან რეგულარულად არ თამაშობს, ამიტომაც მას დავუკავშირდებოდი. მივმართავდი დეკლან რაისსაც".

"ჩემს სიაში პირველები ისინი იქნებოდნენ, ამიტომაც მათ ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გავაკეთებდი. შემდეგ ჯესი ლინგარდის მიწვევას ვეცდებოდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის მიღმა რჩება".

"ეს ყველაფერი შეუძლებელია, სანამ თავად არ დაუკავშირდები. ამ ფეხბურთელების საკითხებს განვიხილავდი და საკუთარი სიის მიხედვით ვიმუშავებდი", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.