ავტორიზაცია

"მესი და რონალდუ დაბერდნენ, ოქროს ბურთს სხვა იმსახურებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

"მესი და რონალდუ დაბერდნენ, ოქროს ბურთს სხვა იმსახურებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი
თარიღი: 13 ოქტ 2021, 20:56

"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა განაცხადა, რომ ამ წელს "ოქროს ბურთი" "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს.

"კარიმს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. ვიღაც ტიტულებს გაიხსენებს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ინდივიდუალური ასპარეზობებიც, ფეხბურთელის კლასი, ქარიზმა, სამართლიანი თამაში. ქარიზმისა და ფეირ პლეის თვალსაზრისით კი, ბენზემას მხოლოდ რამდენიმე თუ შეედრება".

"ამ წელს, ჩემი აზრით, ყველაზე ელეგანტურად და ტექნიკურად თამაშობს, მაგალითად, ერთა ლიგაზე ბელგიასთან და ესპანეთთან გატანილი გოლები ავიღოთ. სტატისტიკითაც საუკეთესოთა შორისაა და სხვებს მხოლოდ იმით ჩამორჩება, რომ ამ წელს არც ევროპის ჩემპიონატი და არც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ კარიერის პიკს მიაღწია".

"იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც "ოქროს ბურთი" თავიანთი სტატისტიკის წყალობით მოიპოვეს. კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი მათგანია. ბრწყინვალე იყო".

"მესის მეტი ნიჭი აქვს, მეტი ოსტატობა, მეტი ელეგანტურობა. მაგრამ ეს ორივე მონსტრი უკვე დაბერდა, რთული პერიოდები ჰქონდათ, ამიტომაც, ჩემი აზრით, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში აღარ მონაწილეობენ. მიეცით ეს ჯილდო ბენზემას, მან დაიმსახურა", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.