ავტორიზაცია

კანავარო ოქროს ბურთზე: "ნომინანტთა შორის 5 იტალიელია, მაგრამ მესი მოიგებს, დარწმუნებული ვარ"

კანავარო ოქროს ბურთზე: "ნომინანტთა შორის 5 იტალიელია, მაგრამ მესი მოიგებს, დარწმუნებული ვარ"
თარიღი 13 ოქტ 2021, 21:18

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თანამემამულეების შანსები შეაფასა.

"ნომინანტებს შორის ხუთი იტალიელი 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, როცა მე მოვიგე. ასე რომ, ეს კარგი ნიშანია. ჟორჟინიო ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მესი მოიგებს".

"ბარელა და დანარჩენებიც იმსახურებენ, მაგრამ კიეზაც უნდა ყოფილიყო ამ სიაში ნაჩვენები თამაშის შემდეგ".

"ლოგიკურია, ეს ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე დამოკიდებული არ არის. ბონუჩი და კიელინი კვლავ რჩებიან მცველების შესანიშნავ წყვილად, მიუხედავად წლებისა".

"თუ ნაკრების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ბრწყინვალე ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს, მაგრამ მცველები გვაკლია. ბასტონი კარგად პროგრესირებს, თუმცა მეტი გამოსარჩევი მოთამაშე არ არის. ვფიქრობ, რობერტო მანჩინი სამმცველიან სქემას განიხილავს", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Football Italia.