ავტორიზაცია

ინტერსა და ბარელას შორის ფინანსური უთანხმოებაა — ვითარებას ორი ტოპ-კლუბი აკვირდება

ინტერსა და ბარელას შორის ფინანსური უთანხმოებაა — ვითარებას ორი ტოპ-კლუბი აკვირდება
თარიღი 13 ოქტ 2021, 21:53

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერის" ნახევარმცველმა, ნიკოლო ბარელამ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.

როგორც ცნობილი გამოცემა Football Italia იტყობინება, ბარელას აგენტი თავისი კლიენტისთვის წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს, როცა კლუბი 4-4,5 მილიონს სთავაზობს.

შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან მადრიდის "ატლეტიკო" და "პარი სენ ჟერმენი", ეს კლუბები მილანელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ხელში ჩაგდებას ეცდებიან, თუ ეს უკანასკნელი "ინტერთან" კომპრომისს ვერ მიაღწევს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბარელას "ნერაძურისთან" 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.