ავტორიზაცია

დონარუმა: "მილანის გულშემატკივრები ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი ვიქნები"

დონარუმა: "მილანის გულშემატკივრები ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი ვიქნები"
თარიღი 13 ოქტ 2021, 21:59

"პსჟ"-ს გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ნაკრების მეკარის რანგში "სან სიროზე" დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა, სადაც მისი ყოფილი კლუბის, "მილანის" გულშემატკივრებმა უსტვინეს.

"მილანში" 8 წელიწადი გავატარე, ამიტომაც "სან სიროზე" დაბრუნება ყოველთვის ემოციური იქნება. და არაუშავს, რომც მისტვინონ".

"აქ გავიზარდე და ყოველთვის "მილანის" გულშემატკივარი ვიყავი. ამ 8 წლის დავიწყება ადვილი არ არის. ჯერ კიდევ "როსონერის" გული მაქვს".

"ყოველთვის მეყვარება "მილანის" გულშემატკივრები და ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი ვიქნები", - ციტირებს დონარუმას სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, 22 წლის მეკარემ "მილანი" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "პსჟ"-ში უფასოდ გადავიდა.