ავტორიზაცია

ჩელსის ექს-მწვრთნელი: "ლონდონში დე ბრუინმა და სალაჰმა კარიერა მოურინიოს გამო ვერ აიწყეს"

ჩელსის ექს-მწვრთნელი: "ლონდონში დე ბრუინმა და სალაჰმა კარიერა მოურინიოს გამო ვერ აიწყეს"
თარიღი 13 Oct 2021, 22:17

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ედი ნიუტონმა, რომელიც კლუბში განათხოვრებულ ფეხბურთელებთან მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, განმარტა, თუ რატომ ვერ გაითქვეს სახელი თავის დროზე კლუბში მოჰამედ სალაჰმა, კევინ დე ბრუინმა და რომელუ ლუკაკუმ.

– ყველას იმედი გაუცრუა იმან, რაც სალაჰის, დე ბრუინისა და ლუკაკუს შემთხვევაში მოხდა?

"ჩემი აზრით, სალაჰისა და დე ბრუინის სიტუაციები არასაკმარის ნიჭთან დაკავშირებული არ იყო".

"მათ ჟოზე მოურინიოსთან პირადი პრობლემები ჰქონდათ. საკმარისად კარგები იყვნენ იმისათვის, რათა "ჩელსიში" ეთამაშათ".

"რაც შეეხება ლუკაკუს, იმ დროს იგი მზად არ იყო. უბრალოდ არ იყო მზად სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ნომრის პოზიციაზე სათამაშოდ, დიდიე დროგბას მსგავსად".

"მას ყოველთვის შეადარებენ დროგბას, მაგრამ ამავდროულად ეს რომელუს მიმართ უსამართლობა იყო".

"სხვადასხვა ფეხბურთელი განსხვავებულ სიტუაციაში გახლდათ", - ციტირებს ნიუტონის სიტყვებს Goal.com.