ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ჰოლანდთან ერთად თამაში? არ ვიტყვი, რომ ამას ვერ გავაკეთებთ"

ლევანდოვსკი: "ჰოლანდთან ერთად თამაში? არ ვიტყვი, რომ ამას ვერ გავაკეთებთ"
თარიღი 13 ოქტ 2021, 22:41

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

– შეიძლება თუ არა ლევანდოვსკი და ჰოლანდი ერთ გუნდში აღმოჩნდნენ?

"განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. ჰოლანდი შესანიშნავი ახალგაზრდაა, დიდი მომავლით".

"მას კონტრშეტევებზე თამაში მოსწონს, ბრწყინვალე მარცხენა ფეხი აქვს, ძალიან ძლიერია. მე სხვა ტიპის თავდამსხმელი ვარ".

"მასთან ერთად თამაში? არ ვიტყვი, რომ ერთად ვერ ვითამაშებთ", - ციტირებს 33 წლის პოლონელის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკის მთავარი კონკურენტი სწორედ 21 წლის ნორვეგიელია.