ავტორიზაცია

პასტორე: "მესი გამორჩეული ფეხბურთელია, 34 წლის ასაკშიც ერთი ქმედებით შეუძლია მატჩის მოგება"

პასტორე: "მესი გამორჩეული ფეხბურთელია, 34 წლის ასაკშიც ერთი ქმედებით შეუძლია მატჩის მოგება"
თარიღი 13 ოქტ 2021, 22:52

"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ პასტორემ პარიზელთა თავდამსხმელი, ლიონელ მესი შეაქო.

"არიან ფეხბურთელები, თუმცა ცოტანი, რომელთაგანაც რაღაცის სწავლა უბრალოდ მათი ყურებითაც შეიძლება. მესი გამორჩეული მოთამაშეა".

"ერთი ქმედებით შეუძლია მატჩის მოგება. ეს "სიტისთან" შეხვედრაში დავინახეთ - აჩქარდა, ბურთი მიიღო და დაარტყა, თითქოს რაღაც მარტივი იყოს. მარტოს შეუძლია ყველაფრის გადაწყვეტა, მაშინაც კი, როცა 34 წლისაა, ამას ვხედავთ".

"ნაკრების ვარჯიშებზე, სავარჯიშო დარბაზში მინახავს. იცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, შემდეგ კი მას ვარჯიშის დაწყებამდე ორი საათით ადრე დარბაზში ხედავ".

"როდესაც შენს თვალწინ ასეთი რამ ხდება, ხვდები, რომ ახალგაზრდებმა ან ჩვენ, ჩვეულებრივმა ფეხბურთელებმა, გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ მასთან მისაახლოებლად", - ციტირებს ამჟამად "ელჩეს" ნახევარმცველის სიტყვებს RMC Sport.