კეინი თუ არა, მაშინ ჰოლანდი — მანჩესტერ სიტის პრიორიტეტული სამიზნე 2022 წლის ზაფხულისთვის

"მანჩესტერ სიტის" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდება უნდა.
როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, იანვარში ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდებიან.
21 წლის ნორვეგიელი "ქალაქელთა" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. აღსანიშნავია, ერლინგის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი 2000 წლიდან 2003 წლამდე "სიტის" ღირსებას იცავდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს. სხვა წყაროების თანახმად, შეთანხმებაში არანაირი მსგავსი პუნქტი არ დევს, მაგრამ ბორუსიელთა ხელმძღვანელობამ ერლინგი დაარწმუნა, რომ 2022 წლის ზაფხულში ტრანსფერს დათანხმდება, თუ მისაღებ წინადადებას მიიღებს.
მოგეხსენებათ, "სიტის" გასულ ზაფხულს "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენა უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრანსფერი ჩაიშალა.