ავტორიზაცია

როგორც მოსალოდნელი იყო — ნიუკასლის შორტ-ლისტში უკვე 4 მაღალი დონის ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო — ნიუკასლის შორტ-ლისტში უკვე 4 მაღალი დონის ფეხბურთელია
თარიღი 13 ოქტ 2021, 23:22

მას შემდეგ, რაც "ნიუკასლი" საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) იყიდა, კლუბის სელექციის განყოფილება შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.

როგორც ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსადმი იჩენს კონკრეტულ ინტერესს, მისი ტრანსფერი სერიოზულ დონეზე განიხილება.

აგრეთვე, "ნიუკასლი" ზაფხულში "ბაიერნის" ცენტრალური მცველის, ნიკლას ზულეს გადაბირებასაც აპირებს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

აქამდე არსებული ცნობით, "კაჭკაჭები" კიდევ ორი მაღალი დონის მოთამაშით არიან დაინტერესებულნი: ფორვარდ ტიმო ვერნერითა ("ჩელსი") და მცველ კლემან ლანგლეთი ("ბარსელონა").

გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ "ნიუკასლის" ახალი ხელმძღვანელობა ზამთარში ტრანსფერებში 190 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 223 მლნ ევრო) დახარჯვას გეგმავს.