ვალდანო: "რაულს აქვს ის, რაც სხვა დიდებულ მწვრთნელებს - გვარდიოლას, მოურინიოს, სიმეონეს"

"რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ კლუბის ყოფილი თავდამსხმელის, რაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამჟამად "კასტილიას" უდგას სათავეში.
"ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე, ვინც კი ოდესმე მინახავს".
– ხალხი ამას ყოველთვის ვერ ამჩნევდა.
"ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, რომ გონებას ყოველთვის თან არ ახლავს საკუთარი აზრების სრულყოფილად გამოხატვის უნარი".
– მაგრამ თუ ერთხელაც "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება, არ მოუწევს ფეხბურთელებამდე თავისი აზრების გადაცემა?
"ამის გაკეთება არც კი დასჭირდება. არ არის აუცილებელი შენი მოთხოვნების მხოლოდ სიტყვებით გადმოცემა. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდება. სხვების მიმართაც ისეთი მოთხოვნადი იქნება, როგორიც საკუთარ თავთანაა".
"აქვს რაღაც, რაც დიდებული მწვრთნელებისთვის დამახასიათებელია. გვარდიოლას, მოურინიოს, სიმეონესაც აქვთ ეს - დაუხარჯავი ენერგია. აქ რომ იყოს, ერთ სიტყვასაც კი არ გვათქმევინებდა".
"გონებაში აკადემიის სამასამდე ფეხბურთელი ჰყავს. რომელზეც მოისურვებთ ჰკითხეთ. ეს უბრალოდ სასწაულია. მისი მწამს, როგორც მწვრთნელის", - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს La Galerna.