ავტორიზაცია

"იბრაჰიმოვიჩი თუ რონალდუ? არა, სხვა ფორვარდმა შემიქმნა ყველაზე მეტი უსიამოვნება", - ინტერის მცველი

"იბრაჰიმოვიჩი თუ რონალდუ? არა, სხვა ფორვარდმა შემიქმნა ყველაზე მეტი უსიამოვნება", - ინტერის მცველი
თარიღი 13 ოქტ 2021, 23:45

"ინტერის" მცველმა, ალესანდრო ბასტონიმ კრიშტიანუ რონალდუსა ("იუვენტუსის" ყოფილი, ამჟამად კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ("მილანი") წინააღმდეგ თამაშის შესახებ ისაუბრა.

"ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ამას ადვილ გასეირნებას. ახლა თავიანთ პოზიციებზე საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ ვსაუბრობთ".

– ვინ შეგიქმნა ყველაზე მეტი პრობლემა?

"იგუაინთან მქონდა დიდი პრობლემები, როცა "იუვეში" თამაშობდა. ყველაზე მეტი უსიამოვნება მან შემიქმნა", - ციტირებს ბასტონის სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, 33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი MLS-ში ასპარეზობს, სადაც "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს.