ავტორიზაცია

"ამის გაგონებაც კი არ უნდოდა", - ლინგარდმა გაამხილა, თუ რა არ უყვარს მოურინიოს

"ამის გაგონებაც კი არ უნდოდა", - ლინგარდმა გაამხილა, თუ რა არ უყვარს მოურინიოს
თარიღი 14 ოქტ 2021, 11:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ გატარებული პერიოდი გაიხსენა, რომელიც "ეშმაკუნებს" სათავეში 2016 წლიდან 2018 წლამდე ედგა.

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, როცა საზარდულის ტრავმა მივიღე. ყოველთვის ბევრს დავრბივარ, მატჩში 12-13 კილომეტრს. ამას თავისი შედეგები მოჰყვება, მაგრამ მუდმივად ვახერხებდი თამაშის გაგრძელებას. თუმცა, ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად იყო. გაგრძელება აღარ შემეძლო, რამდენიმე მატჩის შემდეგ უბრალოდ სირბილი შევწყვიტე. ვერ ვვარჯიშობდი, ვერ ვთამაშობდი. ჩემმა სხეულმა ამაზე უარი თქვა".

"მაშინ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო და ასე ვთქვათ, არ უყვარდა, როცა მისი ფეხბურთელები ტრავმას იღებდნენ. ამის გაგონებაც კი არ სურდა".

"ვუთხარი: "ბოს, მაგრამ ეს ხო ჩემი ბრალი არ არის, არა?".

"მაგრამ მთლიანობაში კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემ მიმართ კეთილად იყო განწყობილი. ამ ტრავმის სიტუაციამდე მენდობოდა, მნიშვნელოვან მატჩებში მათამაშებდა. ტიტულები მოვიგეთ და მან ჩემპიონად მაქცია. უბრალოდ იცოდა, თუ როგორ მოეძებნა ეს რესურსები შენში".

"აგრეთვე მას ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება მოსწონდა. ზოგჯერ სმარტფონში მისგან ყველა სახის შეტყობინებებს ვხედავდი - უბრალოდ კონტაქტზე იყო. თავიდან ეს ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. მირეკავდა და მეკითხებოდა: "გამარჯობა, ჯესი, როგორ ხარ?" მე კი ვპასუხობდი: "ჰმ, დიახ, ყველაფერი რიგზეა, ტელევიზორს ვუყურებ". შემდეგ იყო უხერხული პაუზა და მე ვეკითხებოდი, თავად როგორ გრძნობდა თავს".

"სახალისო იყო და გულწრფელად რომ ვთქვა, ამით ამტკიცებდა, რამდენად ზრუნავდა თავის შეგირდებზე".

"მაგრამ ტრავმების მხრივ... დიახ, რთული იყო. ამაზე მოსმენაც კი არ სურდა", - ციტირებს ლინგარდის სიტყვებს The Players' Tribune.