ავტორიზაცია

რა ხდება, როცა ოქრიაშვილი იტანს? - საქართველოს ნაკრების საოცარი სტატისტიკა

რა ხდება, როცა ოქრიაშვილი იტანს? - საქართველოს ნაკრების საოცარი სტატისტიკა
თარიღი 14 ოქტ 2021, 12:26

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოს სტუმრად 2-1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ციკლში 9-წლიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

აღნიშნულ მატჩში ნაკრების მაისურით მე-13 გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც გიორგი დემეტრაძეს და ლევან კობიაშვილს გადაასწრო.

ძალიან მაგარი სტატისტიკა აქვს საქართველოს ნაკრებს, როცა თორნიკე ოქრიაშვილი "ჯვაროსნების" მაისურით გოლს იტანს: 7 მოგება, 5 ფრე და 1 წაგება - ესაა ის სტატისტიკა, როცა ოქრის სამშობლოსთვის გააქვს.

ერთადერთი წაგება საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის(1-2) წინააღმდეგ იგემა და იმ შეხვედრაშიც 29 წლის ნახევარმცველმა ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა.