"გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს", - ბაიერნის პრეზიდენტი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" პრეზიდენტმა, გერბერტ ჰაინერმა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო შეძენაზე განცხადება გააკეთა.
"ეს საკითხი ჩვენს წინაშე არ დგას", - ციტირებს მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელის სიტყვებს Bayern & Germany.
"რობერტ ლევანდოვსკი გვყავს, ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ყოველ სეზონში ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე მეტ გოლს იტანს", - დასძინა ჰაინერმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო 21 წლის ნორვეგიელმა ბორუსიელთა ღირსება გერმანიის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარი ასევე 7-ჯერ აიღო.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება - ნებისმიერ მსურველ კლუბს ერლინგის შეძენა 75 მილიონ ევროდ შეეძლება.