"მბაპესა და ჰოლანდს კონკურენციას გავუწევ", - ჟოაო ფელიქსს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სურს

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ჟოაო ფელიქსმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეძლებს თუ არა მომავალში კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდისთვის ("დორტმუნდი") მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის კონკურენციის გაწევას.
"შევძლებ. ჩემი პოტენციალი ბოლომდე ჯერ არ გამომიჩენია", - ციტირებს 21 წლის პორტუგალიელის სიტყვებს TNT Sports.
"ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე არაერთი ტრავმა მივიღე, სეზონი სრულად ჯერ არ ჩამიტარებია. თუმცა, როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, ამ სტატუსისთვის ბრძოლას შევძლებ", - დასძინა ფელიქსმა.
"ატლეტიკოს" რიგებში ახალგაზრდა შემტევი 2019/20 წლების სეზონიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში ლა ლიგაში 61 მატჩი ჩაატარა - 13 გოლი, 6 ასისტი.
ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ჟოაო ფელიქსის სატრანსფერო ფასი ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს.