ავტორიზაცია

ბაიერნი მომავალ ზაფხულს ჰოლანდის ხელში ჩაგდებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეცდება

ბაიერნი მომავალ ზაფხულს ჰოლანდის ხელში ჩაგდებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეცდება
თარიღი 14 Oct 2021, 13:16

"ბაიერნი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენის შესაძლებლობას ერთი შემთხვევისთვის განიხილავს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, მიუნხენური გრანდი ნორვეგიის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდება, თუ ზაფხულში კლუბს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 75 მილიონი ევრო იქნება, 30-40 მილიონს საკომისიოს სახით მისი აგენტი, მინო რაიოლა მოითხოვს.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, გარკვეული საკომისიო ფეხბურთელის მამისთვის, ალფ-ინგე ჰოლანდისთვისაც იქნება გადასახდელი.

თავად ერლინგს ახალ კლუბში წლიური ხელფასის სახით არანაკლებ 30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

"გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს", - ბაიერნის პრეზიდენტი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე