"მუხლი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აქვს", - მიზეზი, რის გამოც რეალმა რამოსს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა
ფრანგული გამოცემა RMC-ს ჟურნალისტმა, ფრედ ერმელმა, რომელიც "რეალის" ხელმძღვანელობის წრესთან დაახლოებული პირია, ეჭვობს, რომ "პსჟ"-ს მცველი, სერხიო რამოსი მალე ვერ დაბრუნდება.
ცნობისთვის, 35 წლის ესპანელ უკანახაზელს მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
"ამბობენ, რომ მუხლი იმაზე ცუდ მდგომარეობაში აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. "რეალმა" კონტრაქტი სწორედ ამის გამო არ გაუხანგრძლივა", - ამბობს ემელი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, როგორც "პსჟ"-ს სამედიცინო შტაბი ფიქრობს, რამოსისთვის თამაში ჯერ არ შეიძლება და ამის გამო, სერხიოს ექიმებთან კონფლიქტი შეექმნა.
შეგახსენებთ, გამოცდილი ცენტრალური მცველი პარიზულ კლუბში გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.