"დროა სანადიროდ სხვა ფეხბურთელები გამოვიდნენ", - დროგბა ოქროს ბურთის შესახებ
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ ამ წელს "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა შეაფასა.
"ოქროს ბურთი"? ეს კონკურსი ასეთი ღია არასოდეს ყოფილა. ციკლის ბოლოში ვართ: ჯერ კიდევ არიან მესი და რონალდუ, მაგრამ დროა სანადიროდ სხვა ფეხბურთელები გამოვიდნენ".
"კარგია ამ პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტთა სიაში ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელის ხილვა", - ციტირებს დროგბას სიტყვებს Calciomercato.
შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.
ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდო ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მესის აქვს მოგებული (6-ჯერ), ხოლო რონალდუ ამ პრიზს 5-ჯერ დაეუფლა.