აგუერო: "ბარსაში მესისთან ერთად თამაშის იმედით გადავედი, მისმა წასვლამ შოკში ჩამაგდო"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ექს-კაპიტან ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 33 წლის არგენტინელი კატალონიურ გრანდს გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მალევე მისი 34 წლის თანამემამულე უფასოდ "პსჟ"-ში გადავიდა.
"ბარსელონაში" ლეო მესისთან თამაშის იმედით გადავედი, იმის იმედით, რომ კარგი გუნდი შეიკვრებოდა, რის გაკეთებასაც კლუბი ცდილობდა".
"როცა დამირეკეს, ვიფიქრე: "სულერთია, რამდენს გადამიხდიან. მწყობრში ვარ და გუნდს დავეხმარები, რითაც შემიძლია".
"მესის წასვლამ შოკში ჩამაგდო. ძალიან ცუდი მომენტი იყო. ვერ დავიჯერე, როცა გავიგე. იმ შაბათს მის სანახავად წავედი, ვცადე მას მომხდარის დავიწყებაში დავხმარებოდი. მისი მდგომარეობა ვნახე, შევეცადე ყურადღება გადაეტანა, ჩემი კიბერსპორტის გუნდის შესახებ ვუყვებოდი", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს El Pais.