ავტორიზაცია

"ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ამასთან ახლოს არის", - პოჩეტინომ რამოსის მდგომარეობა შეაფასა

"ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ამასთან ახლოს არის", - პოჩეტინომ რამოსის მდგომარეობა შეაფასა
თარიღი 14 Oct 2021, 18:05

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის მცველის, სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა.

35 წლის ესპანელს მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო პარიზულ კლუბში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

"სამწუხაროდ, ჯერ რამოსი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ამასთან ახლოს არის. იმედი გვაქვს, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. მის აღდგენით პროცესებში პროგრესით კმაყოფილები ვართ".

"დიდებული ჩემპიონია, არავის ეპარება ეჭვი მის დონესა და ნიჭში. ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ ძლიერია".

"ვიმედოვნებ, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებას მოახერხებს. ეს ლუის ენრიკეს საკითხია. ეჭვი არ მეპარება, კარგ ფორმაში მყოფი რამის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.