"ბოლო 10 წლის მანძილზე უბრალოდ მხეცია", - რონალდომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
მადრიდის "რეალისა" და მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.
ლეგენდარულ ბრაზილიელს სურს, რომ აღნიშნული ჯილდო ამ წელს "სამეფო კლუბის" ფორვარდს, კარიმ ბენზემას გადაეცეს.
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ჩემი ფავორიტი ბენზემაა, ეჭვგარეშე", - წერს "ფენომენი" სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე.
"საუკეთესო თავდამსხმელი, უბრალოდ მხეცი ბოლო 10 წლის მანძილზე და ყველაზე მთავარი, ჩემპიონი. თქვენ ასე არ ფიქრობთ", - დასძინა რონალდომ.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ფრანგმა ფორვარდმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.