ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსამ პედრის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, გამოსასყიდი თანხა — 1 მილიარდი!

ოფიციალურად: ბარსამ პედრის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, გამოსასყიდი თანხა — 1 მილიარდი!
თარიღი 14 ოქტ 2021, 18:24

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გუნდის ნახევარმცველ პედრი გონსალესთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

18 წლის ესპანელი კლუბს თანამშრომლობის 2026 წლამდე გაგრძელებაზე შეუთანხმდა. მისი გამოსასყიდი თანხა ამიერიდან 1 მილიარდი ევრო იქნება.

როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახური იუწყება, კონტრაქტის გაფორმების ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება.

2020/21 წლების სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.

საერთო ჯამში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ერთ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.