ავტორიზაცია

ვან დერ სარი: "იუვენტუსში დე ლიგტს კონკურენციას ორი ოსტატი უწევს, თუმცა მაინც ბევრს თამაშობს"

ვან დერ სარი: "იუვენტუსში დე ლიგტს კონკურენციას ორი ოსტატი უწევს, თუმცა მაინც ბევრს თამაშობს"
თარიღი 14 ოქტ 2021, 18:36

"აიაქსის" გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა ამსტერდამელთა ყოფილი, ამჟამად კი "იუვენტუსის" მცველი, მატეის დე ლიგტი შეაქო.

"მატეისს "იუვენტუსში" კონკურენციას ორი ოსტატი უწევს - კიელინი და ბონუჩი, მაგრამ მაინც ბევრს თამაშობს".

"მისი ფასეულობა უდაოა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის. კრიტიკის გარკვეული რაოდენობა ნორმალურია, ეს ფეხბურთის ნაწილია. თუმცა, მატეისს გამოწვევები უყვარს".

"შესანიშნავი მენტალიტეტის მქონე ტოპ-ფეხბურთელია: ბევრს მუშაობს, რათა უკეთესი გახდეს. დილით ადრე, როცა მოედანზე არ არის, მისი პოვნა სავარჯიშო დარბაზშია შესაძლებელი", - ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი "იუვენტუსში" 2019 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" 75 მილიონ ევროდ გადავიდა.