ავტორიზაცია

არც ბაიერნში გადასვლა და არც ჩელსიში დარჩენა - რუდიგერმა სასურველი გუნდი უკვე შეარჩია?!

არც ბაიერნში გადასვლა და არც ჩელსიში დარჩენა - რუდიგერმა სასურველი გუნდი უკვე შეარჩია?!
თარიღი 14 ოქტ 2021, 23:11

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

როგორც აღინიშნება, გერმანელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომლის ვადაც 2022 წელს იწურება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელის აგენტმა მისთვის ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერისადმი ინტერესს მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს, თუმცა თავად უკანახაზელს მადრიდის "რეალში" გადასვლა უნდა.

იწერება, რომ "არისტოკრატები" 28 წლის ფეხბურთელს წლიურად 6,5 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ, თუმცა თავად მცველს 10 მილიონის მიღება სურს.

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსის" მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.