ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნებულმა მიქაუტაძემ კლუბში ვარჯიში განაახლა
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გუნდში ვარჯიში განაახლა.
საბერძნეთთან(0-2) მარცხის შემდეგ 20 წლის ფორვარდი კლუბში მცირე დაზიანების გამო დაბრუნდა, თუმცა იგი ახლა რიგზეა და 16 ოქტომბერს როიალ უნიონის წინააღმდეგაც ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძე სერენს სექტემბრის დასაწყისში იჯარის წესით ფრანგული მეციდან შეუერთდა.
ამ დროის განმავლობაში კი ქართველმა ფორვარდმა ბელგიური გუნდის მაისურით 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა.