ავტორიზაცია

"კიმიხს ბევრად ჯობია", - ვან დერ ვაარტმა ბარსელონას ნახევარმცველი შეაქო

"კიმიხს ბევრად ჯობია", - ვან დერ ვაარტმა ბარსელონას ნახევარმცველი შეაქო
თარიღი 15 ოქტ 2021, 11:00

ნიდერლანდების ნაკრების ექს-ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, „ბარსელონას“ შუახაზელზე და თავის თანამემამულეზე, ფრენკი დე იონგზე ილაპარაკა.

„ხალხი არ უნდა აფასებდეს დე იონგს როგორც როგორც შედეგიან და კრეატიულ „ათიანს“. ის ასეთი არ არის.

შეადარეთ ეს ფეხბურთელი ბავარიელ კიმიხს, მაგრამ ფრენკი მას ბევრად სჯობს.

გიბრალტარის წინააღმდეგ დე იონგმა ისევ არც ისე კარგად ითამაშა. ფრენკის სუსტ გუნდებთან ძალიან უჭირს თავის გამოჩენა, რადგან ბევრი სივრცეები არ რჩება. ამიტომაც, ის მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ გოლების მანქანად ის ვერასდროს იქცევა.

პრობლემა იმაშია, რომ ფრენკის ძალიან კარგად შეუძლია თამაში „ექვსიანის“ და „რვიანის“ როლში, იმიტომ რომ მისგან ჩვენ უფრო მეტს ველით. თუმცა, ის კლასიკური „ათიანისთვის“ დამახასიათებელი ტექნიკის მფლობელიც არის.“ - აღნიშნა ვან დერ ვაარტმა.