ავტორიზაცია

ბართომეუ: "კატასტროფული მმართველობა? 10 წელიწადში 22 ტიტული მოვიგეთ"

ბართომეუ: "კატასტროფული მმართველობა? 10 წელიწადში 22 ტიტული მოვიგეთ"
თარიღი 15 ოქტ 2021, 13:29

„ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ კლუბის ამჟამინდელ ხელისუფლებას უპასუხა, რომელმაც მის მმართველობას კატასტროფული უწოდა.

„თავის კამპანიაში ისინი ლაპარაკობენ კატასტროფულ მემკვიდრეობაზე, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ. სპორტული მემკვიდრეობა? ათ წელიწადში 22 ტიტული მოვიგეთ, ახალგაზრდებმა იმაზე მეტი მოიგეს, ვიდრე ოდესმე, მსოფლიოში საუკეთესო ქალთა გუნდი დავტოვეთ, მოვიგეთ ტრებლი.

მოდით შევხედოთ ახალგაზრდებს, რომლებიც დავტოვეთ: ფატი, არაუხო, პუჩი, მინგესა, მოვიდა პედრი, მორიბა, რომელზეც კლუბმა ფული იშვა, დე ლა ფუენტე.

ვინც პირველ გუნდში ახლახანს გადავიდა - გავი, ნიკო გონსალესი, კოლიადო, უკვე არიან კლუბის აწმყო და მომავალი, იმიტომ რომ დიდი ნიჭი გააჩნიათ. ესეც ჩვენი მმართველობის მემკვიდრეობაა.

ამ თვალსაზრისით შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ.“ - აღნიშნა ბარტომეუმ.