ავტორიზაცია

ლაპორტა იანვარში კოუტინიოს გაშვებას გეგმავს — ბრაზილიელი ლივერპულში დაბრუნდება?

ლაპორტა იანვარში კოუტინიოს გაშვებას გეგმავს — ბრაზილიელი ლივერპულში დაბრუნდება?
თარიღი 15 ოქტ 2021, 15:17

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კატალონიური კლუბი დატოვოს.

როგორც El Chiringuito TV იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უნდა, რომ ბრაზილიელი იანვარში "ბარსადან" წავიდეს.

29 წლის სამხრეთამერიკელის დაბრუნებით "ლივერპულია" დაინტერესებული, ამტკიცებს Okdiario-ს ჟურნალისტი, ედუარდო ინდა პროგრამა El Chiringuito de Jugones-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონაში" სწორედ "ლივერპულიდან" 2018 წლის იანვარში 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ფილიპემ ესპანეთის ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.