ავტორიზაცია

"დროა შეწყვიტო გლოვა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო!" - რუსული პრესა კვარაცხელიას მიმართავს

"დროა შეწყვიტო გლოვა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო!" - რუსული პრესა კვარაცხელიას მიმართავს
თარიღი 15 Oct 2021, 15:25

სანაკრებო პაუზა დასრულებულია, ქართველი ფეხბურთელები გუნდებში დაბრუნდნენ. 16-17 ოქტომბრის უიქენდზე კი ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მიიღებს მონაწილეობას, სადაც ყოფილ გუნდ მოსკოვის ლოკომოტივთან მოუწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ამ მომენტში რუსულმა გამოცემებმა მისი ყოფილ გუნდთან კავშირი გაიხსენეს და 20 წლის ნახევარმცველის სათამაშო ფორმაზეც ისაუბრეს.

"პრემიერ ლიგის მე-11 ტურში რუბინი-ლოკომოტივის ყურება არამარტო მოსკოველთა ახალი მწვრთნელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოც ღირს, რომელმაც სკანდალებით დატოვა დედაქალაქური გუნდი.

ქართველი შემტევისთვის ეს სუპერპრინციპული მატჩი იქნება, თუნდაც ლეონიდ სლუცკისთან არეული ურთიერთობის გამო, რომელიც ბოლო ტურში ნიჟნი ნოვგოროდთან(0-1) წაგებულ მატჩში გაფუჭებული პენალტის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

დროა, ხვიჩა კვარაცხელია მოეშვას გლოვას ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო და დაუბრუნდეს ძველებურად თამაშს," - წერს Championat.com.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის მაისურით 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.