ავტორიზაცია

"ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ", - ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ბენზემას რეალში სურს

"ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ", - ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ბენზემას რეალში სურს
თარიღი 15 ოქტ 2021, 15:33

"რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა მადრიდულ კლუბში "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ერთად თამაშის წინააღმდეგი არ არის.

"მინდა თუ არა "რეალში" მბაპესთან ერთად თამაში? ეს ადრეც მითქვამს და თუ გსურთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რა თქმა უნდა, ერთხელაც", - თქვა 33 წლის ფორვარდმა RTVE-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბენზემა პარიზელთა 22 წლის სუპერვარსკვლავთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში ასპარეზობს.

აქამდე, "პსჟ"-ს დირექტორმა, ლეონარდომ "რეალის" დასჯა მოითხოვა იმის გამო, რომ მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე მადრიდში საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს.

ცნობისთვის, კილიანს პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა დღემდე არ განუცხადებია.