ავტორიზაცია

დეკო ლიდსის გარემარბის შესახებ: "რამდენიმე კლუბს მოსწონს, მათ შორის ლივერპულსაც"

დეკო ლიდსის გარემარბის შესახებ: "რამდენიმე კლუბს მოსწონს, მათ შორის ლივერპულსაც"
თარიღი 15 ოქტ 2021, 15:48

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკომ, რომელიც "ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ ბრაზილიელმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

"რაფინია პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. კლუბმა იცის, რომ გაიზარდა და ყველაფერი ბუნებრივი გზით მოხდება. ახალგაზრდაა, წინ ბევრი გამოწვევა აქვს".

"არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მოსწონს. "ლივერპულს" მოსწონს, რომელმაც მიმართვები გააკეთა, თუმცა არაოფიციალური. თავის მხრივ, "ლიდსს" სურს იგი კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნოს".

"რაფინია "ლიდსში" ბედნიერია, მაგრამ მოვა დრო, როცა კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, რა თქმა უნდა წინ".

"ლიდსში" ყველაფერი ესმით, იქ ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვა უნდათ, რის შედეგადაც რაფინია განვითარებას გააგრძელებს", - ციტირებს დეკოს სიტყვებს Globo Esporte.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24 წლის ბრაზილიელმა გარემარბმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.