ავტორიზაცია

პსჟ მბაპეს შემცვლელად ჰოლანდს განიხილავს და ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს

პსჟ მბაპეს შემცვლელად ჰოლანდს განიხილავს და ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს
თარიღი 15 ოქტ 2021, 15:58

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, 21 წლის ნორვეგიელი კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილება და პრიორიტეტული ვარიანტია.

აღინიშნება, რომ "პარი სენ ჟერმენის" წარმომადგენლებმა ბორუსიელთა ფორვარდის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

"პსჟ" მზად არის ჰოლანდს ზუსტად ის პირობები შესთავაზოს, რასაც მბაპეს უმზადებდა. საუბარია "2+1" სქემიან კონტრაქტზე, კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასით - წლიურად 38-დან 42 მილიონ ევრომდე, ბონუსების გარეშე.

ჰოლანდის დასარწმუნებლად, "პსჟ" ფსონს ფინანსურ პირობებსა და ტიტულების მოგების პოტენციალზე აკეთებს. თუმცა, უცნობია, დაარწმუნებს თუ არა ეს არგუმენტები თავად ფეხბურთელს.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ერლინგს "დორტმუნდთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 150 მილიონ ევროს შეადგენს.