ორი ფეხბურთელი, რომელიც ბაიერნს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
გერმანულ პრესაში იტყობინებიან, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო ზაფხულში მიუნხენურ გრანდს დატოვებს.
როგორც Bayern & Germany წერს, Bild-ის ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "რეკორდმაისტერი" 27 წლის ფრანგს ვერ შეინარჩუნებს.
ასე და ამგვარად, ტოლისო "ბაიერნს" 2022 წლის ზაფხულში, როცა მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაცია შეიძლება შეიქმნას 2023 წლის ზაფხულში გარემარბ კინგსლი კომანთან დაკავშირებითაც, ვისაც მიუნხენური გრანდი ახალ ხელშეკრულებაზე ვერა და ვერ უთანხმდება.
მიმდინარე სეზონში ტოლისომ "ბაიერნის" მაისურით გერმანიის ჩემპიონატის მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.