ავტორიზაცია

სქოულზი: "სოლსკიაერი შანსს იმსახურებს, მის მოსვლამდე მანჩესტერის მდგომარეობა შოკისმომგვრელი იყო"

სქოულზი: "სოლსკიაერი შანსს იმსახურებს, მის მოსვლამდე მანჩესტერის მდგომარეობა შოკისმომგვრელი იყო"
თარიღი 15 ოქტ 2021, 16:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, ოლე შანსს იმსახურებს. თუ დავფიქრდებით, სოლსკიაერის მოსვლამდე 3-4 წლის განმავლობაში "ემიუს" მდგომარეობა შოკისმომგვრელი იყო. შემდეგ 2-3 წელი გუნდის აშენებას დასჭირდა, მოზაიკის ფრაგმენტების შეგროვებას, ახლა კი მათი სწორად შეკრებაა საჭირო".

"ამ სეზონში "ემიუს" პირველი 4-5 მატჩის შემდეგ ბევრი სასიამოვნოდ აღელვებული იყო, მაგრამ ბოლო ორმა შეხვედრამ იმედგაცრუება მოიტანა. მაგრამ ვფიქრობ, ოლეს მინიმუმ ერთი სეზონი უნდა მივცეთ, იმის დასამტკიცებლად, რომ ტიტულების მოგება შეუძლია".

"თუ "ვილიარეალთან" გამართულ ევროპა ლიგის ფინალს გავიხსენებთ, ოლემ ცვლილებაც კი ვერ გააკეთა იმის გამო, რომ თადარიგში საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ ჰყავდა. ახლა კი ერთ მატჩში 5-6 ცვლილების გაკეთება შეუძლია", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Metro.