"ამ წელს რეკორდს რეკორდზე ამხობს", - ფერგიუსონმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ უნდა დაისაკუთროს ამ წელს "ოქროს ბურთი".
ასე და ამგვარად, ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის აზრით, აღნიშნული ჯილდო "ეშმაკუნების" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.
"ოქროს ბურთი" კრიშტიანუმ დაიმსახურა. ამ წელს რეკორდს რეკორდზე ამხობს", - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Goal.com.
ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება. რონალდუს ეს ჯილდო კარიერაში 5-ჯერ აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა.