ავტორიზაცია

იტალიის საფეხბურთო აგენტთა კავშირის პრეზიდენტი: "დონარუმას მილანიდან წასვლა რაიოლას ბრალი არ არის"

იტალიის საფეხბურთო აგენტთა კავშირის პრეზიდენტი: "დონარუმას მილანიდან წასვლა რაიოლას ბრალი არ არის"
თარიღი 15 ოქტ 2021, 17:55

იტალიის აგენტთა კავშირის პრეზიდენტმა, ბეპე გალიმ გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას "მილანიდან" "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ხალხი ისე იქცევა, თითქოს ეს აგენტების ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, რამდენმა ფეხბურთელმა დატოვა "უდინეზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით? არცერთმა. თუ ვინმე მიდის, იმიტომ, რომ კლუბმა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა".

"არის ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც 180 მილიონ ევროიანი შეთავაზება მიიღო და კლუბმა მისი გაყიდვა არ მოისურვა. ახლა შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. ეს კლუბის ბრალია თუ აგენტის?".

"ამ დროისთვის, უმჯობესია ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი გავუფორმოთ და ასე გვიან არ გავუშვათ. "მილანი" დონარუმას თაობაზე რაიოლას წინადადებას არ დათანხმდა და ჯიჯი წავიდა, იგივე მოხდა ჩალჰანოღლუს შემთხვევაშიც. ეს აგენტის ბრალი არ არის".

"ხალხი პატიოსანი უნდა იყოს და ილაპარაკოს ის, რაც სინამდვილეში ხდება", - თქვა გალიმ CN24-თან ინტერვიუში.