ავტორიზაცია

მბაპე, პოგბა და სხვები — რეალი 2022 წლის ზაფხულისთვის რამდენიმე სუპერტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს

მბაპე, პოგბა და სხვები — რეალი 2022 წლის ზაფხულისთვის რამდენიმე სუპერტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს
თარიღი 15 ოქტ 2021, 18:03

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მომავალი ზაფხულისთვის სატრანსფერო გეგმებზე უკვე ფიქრობს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

ასე და ამგვარად, მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპეა. თუმცა, "სამეფო კლუბში" ნახევარმცველის შეძენაზეც ფიქრობენ - განიხილება პოლ პოგბასა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ორელიენ ტჩუამენის ("მონაკო") კანდიდატურები. ამასთანავე, "ბლანკოსში" "სევილიას" მცველს, ჟიულ კუნდესაც აკვირდებიან.

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი "რეალში" დაბრუნდა, კლუბი აქტიურად იმატებდა ფრანგ ფეხბურთელებს. ზიდანის წყალობით, მადრიდში მივიდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც რაფაელ ვარანი, ტეო ერნანდესი, ფერლან მენდი არიან.

ზიდანის წასვლის შემდეგ კლუბს ტრანსფერების ასეთ ტენდენციაზე უარი არ უთქვამს. ცოტა ხნის წინ, გუნდს ედუარდო კამავინგა შეუერთდა.

როგორც აღინიშნება, ფრანგული "რეალის" გასახდელში მეორე ენაა, რადგან გუნდში, გარდა ფრანგებისა, ბელგიელებიც არიან - ედენ აზარი და ტიბო კურტუა.