ავტორიზაცია

ჰოლანდისთვის ბრძოლაში მანჩესტერ სიტის მონაწილეობა რეალის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს — AS

ჰოლანდისთვის ბრძოლაში მანჩესტერ სიტის მონაწილეობა რეალის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს — AS
თარიღი 15 ოქტ 2021, 18:11

მომავალ ზაფხულს "დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტის" მონაწილეობა "რეალის" პოზიციებს მნიშვნელოვნად ართულებს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

როგორც აღინიშნება, ფინანსური თვალსაზრისით, მადრიდული გრანდი "ქალაქელებს" კონკურენციას ვერ გაუწევს.

"რეალი" ჰოლანდის დარწმუნებას სპორტული პერსპექტივებით აპირებს და არა ფულადი სტიმულებით. არსებული ცნობით, "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერი ჰოლანდზე გავლენას ახდენს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები იანვარში ნორვეგიელის აგენტ მინო რაიოლასთან შეხვედრას გეგმავენ.

ამ სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა გერმანიის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.