ავტორიზაცია

კლოპი: "ახალი სუპერძალა გამოჩნდა, მესამე კლუბი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის"

კლოპი: "ახალი სუპერძალა გამოჩნდა, მესამე კლუბი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის"
თარიღი 15 ოქტ 2021, 18:58

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF – Public Investment Fund) მიერ "ნიუკასლის" ყიდვას გამოეხმაურა.

"ამის შესახებ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელ რიჩარდ მასტერსისგან ან ვინმესგან ოფიციალურ განცხადებას ველოდი, რადგან ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებით შეშფოთება აშკარაა. ასე არ მოხდა".

"ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სუპერძალა გამოჩნდა. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ საკმარისი ფული ექნებათ არასწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, შემდეგ კი სწორის. პრემიერ ლიგაში, ცხადია, იფიქრეს: "მოდით, ვცადოთ".

"ახლა გვყავს მესამე კლუბი, რომელიც რომელიღაც სახელმწიფოს ეკუთვნის", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია.

შეგახსენებთ, ახალ მფლობელებს "ნიუკასლის" შეძენა დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. აქამდე, 14 წლის მანძილზე, "კაჭკაჭებს" მაიკ ეშლი მართავდა.