ავტორიზაცია

"ერთხელ ვიჩხუბეთ და ერთმანეთს სამი თვე არ ველაპარაკებოდით", - ევრამ ვიდიჩთან კონფლიქტი გაიხსენა

"ერთხელ ვიჩხუბეთ და ერთმანეთს სამი თვე არ ველაპარაკებოდით", - ევრამ ვიდიჩთან კონფლიქტი გაიხსენა
თარიღი 15 ოქტ 2021, 19:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ექს-თანაგუნდელ ნემანია ვიდიჩთან მომხდარი უთანხმოება გაიხსენა.

"ერთხელ ვიჩხუბეთ და ერთმანეთს სამი თვე არ ველაპარაკებოდით. ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთს სიტყვასაც კი არ ვეუბნებოდით. არ მითქვამს, მარჯვნივ გადაადგილებულიყო თუ მარცხნივ. ის დუმდა. ფერგიუსონს რიო ფერდინანდისთვის პოზიციის შეცვლაც კი მოუწია, რათა მე და ვიდიჩი ერთმანეთთან ახლოს არ ვყოფილიყავით".

"ასე გრძელდებოდა სამი თვე, შემდეგ გასახდელში ჩემთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა. გუნდში ყველამ თქვა: "როგორც იქნა", რადგან საუკეთესო მეგობრები ვიყავით", - ციტირებს ევრას სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, ფრანგიც და სერბიც "ემიუში" 2006 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდნენ.