ავტორიზაცია

პედრი, კამავინგა, ბელინგემი და სხვები — Golden Boy-ს ჯილდოს ნომინანტთა სია 20 ფეხბურთელამდე შემცირდა

პედრი, კამავინგა, ბელინგემი და სხვები — Golden Boy-ს ჯილდოს ნომინანტთა სია 20 ფეხბურთელამდე შემცირდა
თარიღი 15 ოქტ 2021, 19:22

ცნობილი გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს (Golden Boy-2021) მოგებაზე წარდგენილი 20 ნომინანტის სია.

აღნიშნულ პრიზს 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებს ყოველწლიურად გადასცემენ. ნომინანტებს შორის მხოლოდ ის ფეხბურთელები შეიძლება მოხვდნენ, რომლებიც ევროპის შიდა ჩემპიონატების უმაღლეს დივიზიონებში ასპარეზობენ.

აქამდე, 80 კანდიდატს შორის საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელიაც შედიოდა, მაგრამ ტოპ-40 კანდიდატში ვეღარ მოხვდა.

გასულ წელს ეს ჯილდო "დორტმუნდის" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ერგო.

Golden Boy-ის მოგების ნომინანტები:

ედუარდო კამავინგა (მადრიდის "რეალი"); ბუკაიო საკა ("არსენალი"); ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი"); მეისონ გრინვუდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"); ჯამალ მუსიალა (მიუნხენის "ბაიერნი"); ჯოვანი რეინა ("დორტმუნდი"); გავი ("ბარსელონა"); ბრაიან ხილი ("ტოტენჰემი"); კარიმ ადეიემი ("ზალცბურგი"); რაიან გრავენბერხი ("აიაქსი"); დანიელ მალდინი ("მილანი)"; ფლორიან ვირცი ("ლევერკუზენი"); უილიამ სალიბა ("მარსელი"); როდრიგო (მადრიდის "რეალი"); რობერტო პიკოლი ("ატალანტა"); პედრი ("ბარსელონა"); ნუნო მენდეში ("პსჟ"); იერემი ხესუს პინო ("ვილიარეალი"); იურიენ ტიმბერი ("აიაქსი"); შარლ დე კატელარე ("ბრიუგე").